Accentnews.ge
ადვოკატი: რუსეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი პოლ უილანის ადგილსამყოფელი უცნობია

ადვოკატი: რუსეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი პოლ უილანის ადგილსამყოფელი უცნობია

31/07/2024 11:50:37 მსოფლიო

რუსეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი პოლ უილანის ადგილსამყოფელი უცნობია, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ოლგა კარლოვამ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მორდოვეთში მდებარე ციხის ადმინისტრაციამ, სადაც აშშ–ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი სასჯელს იხდის, უგულებელყო მისი თხოვნა, დაადასტუროს, იმყოფება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში.

კარლოვამ დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ კავშირი გაუწყდა უილანთან და დახმარებისთვის საზოგადოებრივი მეთვალყურეობის კომისიის ადამიანის უფლებების დამცველ ჯგუფს მიმართა.

ცნობისთვის: უილანი მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. მას 2020 წლის მაისში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 51 წლის უელანი სასჯელს მოსკოვიდან 350 კილომეტრით მოშორებულ მორდოვის რეგიონში, # 17–ე კოლონიაში იხდის. ეს რეგიონი ისტორიულად ცნობილია, როგორც რუსეთის უმკაცრესი ციხეების ადგილი, მათ შორის საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრების ბანაკების ადგილი. პოლ უელანი ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფს და ციხის მცველებს მისდამი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. აშშ-მა რუსეთის ხელისუფლება უელანის მიმართ “სამარცხვინო მოპყრობის” გამო არაერთხელ გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S