მედია: მოლდოვის პარლამენტში უსაფრთხოების სამსახური შევიდა ჯაშუშობის მორიგი საქმის ფარგლებში

31-07-2024 17:21:53 ევროპა

მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიშინიოვში, პარლამენტის შენობაში ჩხრეკას აწარმოებენ. ამის შესახებ მედიას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, თუმცა არ დაუზუსტებია. ჩხრეკა დაადასტურეს პროკურატურის წარმომადგენლებმაც.

მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის იონ კრეანგას წინააღმდეგ ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, საჯარო მოხელე "ფაქტზე დაიჭირეს, როდესაც კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ინფორმაციას გადაცემდა".

NewsMaker-ის წყაროების ცნობით, ჩხრეკა "სამშობლოს ღალატის" საქმის ფარგლებში გამოძიებას უკავშირდება.

ივნისში, The Insider-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი იგორ გორგანი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა მოლდოვაში რუს სამხედრო ატაშესთან ალექსეი მაკაროვთან. მას ჟურნალისტებმა რუსული სამხედრო დაზვერვიდან "კურატორი" უწოდეს. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები