31-07-2024 18:04:28 კავკასია
30 ივლისს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში სპეციალურმა წარმომადგენლებმა – სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა და თურქეთის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში სერდარ კილიჩმა მეხუთე შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა მარგარას განახლებულ საგუშაგოზე შედგა.
მხარეების ცნობით, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა წინა შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებები დაადასტურეს. გარდა ამისა, ისინი შეთანხმდნენ შეაფასონ ტექნიკური მოთხოვნები აჰურიკის/აკიაკას სარკინიგზო სასაზღვრო გამშვები პუნქტის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივება.
"საბოლოოდ, მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატეს თანხმობა, გააგრძელონ ნორმალიზაციის პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რათა მიაღწიონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის საბოლოო მიზანს," - აცხადებენ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.