
მედია: უკრაინის დაზვერვამ სირიაში რუსულ სამიზნეებზე მიიტანა იერიშები
31/07/2024 14:25:19 მსოფლიო
უკრაინული Kyiv Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ სირიაში ოპერაციები ჩაატარა და რუსულ სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. გამოქვეყნდა ვიდეოც.
წყაროების თქმით, სამიზნე კვაირესის საჰაერო ბაზის სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო. ეს ბაზა ალეპოს აღმოსავლეთით მდებარეობს და მას რუსი სამხედროები 2015 წლიდან აკონტროლებენ. Kyiv Post წერს, რომ ამ ბაზას უკრაინაში მებრძლი უცხოელი დაქირავებული სამხედროების საწვრთნელადაც იყენებდნენ.
წყაროების ცნობით, თავდასხმა 25 ივლისს განხორციელდა – ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ალ-ასადის შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.