
ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ფინალშია
31/07/2024 15:17:30 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ქართველმა ფალავანმა, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) ფინალის საგზური მოიპოვა.
24 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ასევე ქართველი – 26 წლის ტრისტან მოსახლიშვილი იყო.
ფინალში ის იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდება.
შეგახენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.