რუსებმა ერევნის აეროპორტი 32 წლის შემდეგ ოფიციალურად დატოვეს

31-07-2024 20:56:32 კავკასია

რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტს ოფიციალურად ტოვებენ – მათ სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი სომეხ მესაზღვრეებს გადააბარეს.

რუსი მესაზღვრეების უფლებამოსილების შეწყვეტის ოქმს ხელი მოაწერეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურმა ედგარ ჰუნანიანმა და სომხეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ ) სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა რომან გოლუბიცკიმ.

"ზვართნოცის" საგუშაგოზე სომხებთან ერთად რუსი მესაზღვრეები 1992 წლიდან მუშაობენ. მიმდინარე წლის მარტში სომხეთმა რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა ერევნის აეროპორტში სასაზღვრო სამსახურის მუშაობის შეწყვეტის მოთხოვნით. როგორც ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განმარტა, ამ დროისთვის სომხეთს აქვს შესაძლებლობა სრულად აიღოს კონტროლი აეროპორტზე.

სომხეთში რუსეთის ФСБ–ს სასაზღვრო განყოფილებაში შედის ოთხი რაზმი - გიუმრიში, არმავირში, არტაშატსა და მეღრში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები