Accentnews.ge
საფრანგეთმა ოლიმპიადასთან დაკავშირებული 70–მდე კიბერშეტევა აღკვეთა

საფრანგეთმა ოლიმპიადასთან დაკავშირებული 70–მდე კიბერშეტევა აღკვეთა

31/07/2024 18:58:05 ევროპა

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოავლინა და აღკვეთა ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული 68 კიბერშეტევა გასული კვირის შემდეგ. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა ოთხშაბათს, 31 ივლისს განაცხადა, იუწყება AFP.

მისი ცნობით, ორი კიბერშეტევის სამიზნე იყო ოლიმპიური ობიექტები პარიზის რაიონებში – ბერსი და ლა ვილეტი.

„ყველა ეს 68 კიბერშეტევა, მათ შორის ორი კიბერშეტევა, რომლებიც მიმართული იყო ოლიმპიურ ობიექტებზე, დროულად იქნა გამოვლენილი და შეჩერებული“, – დასძინა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

მანამდე საფრანგეთის საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ (ANSSI) განაცხადა, რომ გადამზადდა ყველა თანამშრომელი, რომელიც ჩართულია კიბერშეტევებისგან დაცვაში, ოლიმპიადის დროს შეტევების მოლოდინის ფონზე.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ადრე დაადასტურა მოლოდინი ოლიმპიადის დროს კიბერშეტევების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S