
დავით უსუფაშვილი: "ჩემი რეალური წონა 2016 წელს გამოჩნდა..."
29/05/2019 18:14:43 ციტატა
"მთაწმინდის არჩევნებით ბიძინა ივანიშვილი ჩემს შვილებს ეუბნება, რომ საქართველოს მომავალო, თქვენი მორალური გმირი მურუსიძეა, რომელსაც აბა რა ექნა, ხომ არ შეეწინააღმდეგებოდა სისტემას და მთავარი ბოროტება შავგულიძე ყოფილა,რომელსაც რაღაც სუპერჩახლართული გარიგება ჰქონია ვიღაცეებთან...პრემიერ–მინისტრად ჰყავთ კაცი, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" თანხა გადაურიცხა. დღეს ამბობს, რა მექნა, ასე ხდებოდა მაშინ, ტექნიკურად გამოიყენეს ჩემი ანგარიშიო...კახაძე ["ქართული ოცნების" კანდიდატი მთაწმინდაზე] მეუბნება, მაშინ არასწორ ხალხთან ვიდექი და იმიტომ მივიღე ცოტა ხმებიო, ახლა სწორ ხალხთან დავდქი და ნახე, რამდენი ხმა მივიღეო. სირცხვილია! ვცეთ ერთმანეთს, ქვეყანას და მოქალაქეებს პატივი. საბურთალოზე 2012 წელს მეც გავიმარჯვე მაჟორიტარულ არჩევნებში საბურთალოზე, გაგიგიათ ჩემგან, მე მოვიგე ეს არჩევნებიო? ჩემი რეალური წონა გამოჩნდა 2016 წელს, სადაც 12–13% მივიღე. კახაძეები და სხვები ივანიშვილის ფულით, ადმინისტრაციული რესურსით ყელყელაობენ, ან პარლამენტში სხედან და შავგულიძისკენ იშვერენ ხელს..."
განაცხადა "შენების მოძრაობის" დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021