თბილისის რომელი ქუჩები დარჩება 23 იანვარს უშუქოდ

22-01-2020 23:09:50 საზოგადოება

23 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას, შარტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, ეფრემ ზაქარაიას, კაჭრეთის, ნოსტეს, დომენტი ჟღენტის, რევაზ ურიდიას, კახიანის, ხუდადოვის, ვასილ თამარაშვილის, ინტერნატის, ლევან თიგიშვილის, ფილიას, კონდოლის, სამღერეთის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ლადო მესხიშვილის, მაღაროს, ლევან ცქიტიშვილის, ინწკირველის და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის, დომენტი ჟღენტის, სანავარდოს, ზედამზის, კლდეკარის, სამღერეთის, გარეჯის, პიონერის, ხერთვისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ორბეთის, ლამისყანის, მაჩხაანის, ნაქალაქევის, წერონისის, ლაითურის, ბახმაროს, გომარეთის, ლეჩხუმის და ახტალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

16:30 საათიდან 17:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, კიევის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, ლევან მიქელაძის და თენგიზ აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები