ძაღლს, რომელიც ბავშვებს ქუჩაზე გადასვლაში ეხმარება, სახლი უყიდეს [ფოტო–ვიდეო]

22-01-2020 23:21:07 საზოგადოება

უკვე პოპულარულ მიუსაფარ ძაღლს – კუპატას, რომელიც ბავშვების ბათუმში ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლაში ეხმარება, აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლი უყიდეს.

"პოპულარულ კუპატას უკვე თავისი #კერა აქვს

მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ #კერა წარწერით "ხალხის რჩეული", რაც ნამდვილად დაიმსახურა

კუპატამ შეძლო საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა. ამ წუთებისთვის მის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს",– წერს აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტი.

კუპატა პოპულარული ამ კადრებიდან გახდა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები