Accentnews.ge
ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

01/08/2024 07:53:29 მსოფლიო

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს,- იტყობინება Times of Israel.

მედიის ცნობით, "ჰამასთან", "ჰეზბოლასა" და ირანთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე ფრენები United-მა და Delta-მ გაუქმეს. ავიაკომპანიებმა ფრენები 2 და 6 აგვისტომდე გადადეს.

ვარაუდობენ, რომ ფრენებს სხვა ავიაკომპანიებიც გააუქმებენ.

31 ივლისის გამთენიისას "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს. ირანი და "ჰამასი" ისრაელს ადანაშაულებენ.

მედია წერს, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობის პასუხად ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S