
პუტინის კრიტიკოსის სახლზე დრონებით მიიტანეს იერიში
01/08/2024 09:31:50 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა უკრაინაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის ილია პონომარევის სახლზე დრონებით მიიტანა იერიში,– ამის შესახებ თავად ოპოზიციონერი იტყობინება.
პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"როგორც ჩანს, დღეს მეორე დაბადების დღე მქონდა. თავდასხმის რიგით მეხუთე მცდელობა განსაკუთრებით არასტანდარტული და გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა". – წერს X-ში პონომარევი.
პონომარევი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც 2014 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს.