მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

01-08-2024 13:37:11 ევროპა ,მსოფლიო

პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა.

იუწყებიან, რომ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს.

მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა.

მანამდე, ქვეყნის პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს.

მედია წერს, რომ ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იონ კრიანგეა. ის კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები