Accentnews.ge
IDF 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედის ლიკვიდაციას ადასტურებს

IDF 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედის ლიკვიდაციას ადასტურებს

01/08/2024 10:27:31 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) "ჰამასის" ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის მოჰამედ დეიფის სიკვდილი დაადასტურეს.

„2024 წლის 13 ივლისს მუჰამედ დეიფის, „ღაზის ბინ ლადენის“ სიკვდილი „ჰამასის“, როგორც სამხედრო და სამთავრობო ორგანიზაციის განადგურებისკენ და ჩვენ მიერ დასახული ომის მიზნების მიღწევისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

13 ივლისს ისრაელმა სარაკეტო დარტყმები ღაზაში, ხან იუნისის ალ-მასავის რაიონში განახორციელა. სარაკეტო დარტყმების სამიზნეებს „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფაა სალამე წარმოადგენდნენ.

58 წლის მოჰამედ დეიფი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედად სახელდებოდა. ამ თავდასხმას ისრაელის 1200-მდე მოქალაქე ემსხვერპლა, 251 მძევლად აიყვანეს და გაიტაცეს.

როგორც მედია წერდა, ისრაელი დეიფს დიდი ხანია, ეძებს. მისი ლიკვიდაცია 2021 წელსაც სცადეს, მაგრამ მის ნაცვლად მისი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლეს. დეიფი ისრაელის სამიზნე იყო 2001, 2002, 2003, 2006 წლებშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S