
სულამანიძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა
01/08/2024 10:49:16 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ნახევარფინალში გადავიდა.
მან მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფი დაამარცხა.
საქართველოს ანგარიშზე ამ დროისთვის ორი მედალია – ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ოქრო, რომლითაც ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ასევე ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილის მიერ მოპოვებული ვერცხლის მედალი.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.