ფლორიდელები მძინარე იგუანების მოსალოდნელი "წვიმის" შესახებ გააფრთხილეს

23-01-2020 09:06:54 საზოგადოება

აშშ-ის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება ფლორიდის შტატში მძინარე იგუანების მოსალოდნელი "წვიმის" თაობაზე. მიზეზი რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა.

საქმე ისაა, რომ იგუანები, რომლებიც აქ 1960-იან წლებში მექსიკიდან, პარაგვაიდან და ბრაზილიიდან შეიყვანეს, უკვე +4-იანი ტემპერატურის დროს ძილის მდგომარეობაში ვარდებიან, სინოპტოკოსები კი უახლოეს დღეებში შტატში -1 გრადუს ცელსიუსს პროგნოზირებენ. ამის გამო, სპეციალისტების პროგნოზით, მიძინებული იგუანები მასობრივად ჩამოვარდებიან ხეებიდან, სადაც ისინი ჩვეულებრივ ღამეს ათევენ და მოსახლეობა გზებზე მათმა სიმრავლემ არ უნდა შეაშფოთოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები