პუტინმა საჯარო გამოსვლის დროს სამასოიანი უცენზურო სიტყვა გამოიყენა

23-01-2020 09:36:07 მსოფლიო

22 იანვარს ლიპეცკის ოლქის საზოგადოებრიობასთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთელი რიგი ემოციური განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტმა, კერძოდ, სოცქსელებში ე.წ. “სიკვდილის ჯგუფების” მომრავლებაზე ისაუბრა, რომლის წევრი მოზარდები ერთმანეთს თვითმკვლელობისკენ უბიძგებენ. პუტინმა მსგავსი ჯგუფების შემქმნელებს “მახინჯი საზიზღრობები” უწოდა, მათთან მიმართებაში სამასოიანი უცენზურო სიტყვაც გამოიყენა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მდგომარეობის სასწრაფოდ შესაცვლელად შს და განათლების ახალ მინისტრებს შესაბამისი ბრძანებები უკვე მისცა.

განხილვის თემას წარმოადგენდა ასევე პუტინის მიერ რუსეთის კონსტიტუციაში შეთავაზებული ცვლილებები, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, “რუსეთს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა ესაჭიროება” და საპარლამენტო ფორმა მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია:

”ეს უკანასკნელი საზიანოა , რადგან რუსეთში არ გვყავს პარტიები მრავალწლიანი გამოცდილებით და ამასთანავე, მოქმედები, როგორც წესი, კონკრეტულ პერსონალიებს უკავშირდებიან. ამის მაგალითს წარმოადგენენ ლიბერალ-დემოკრატები: არსებობს ჟირინოვსკი – არსებობს პარტია, არ არსებობს ჟირინოვსკი – არ იარსებებს არც ის. რუსეთს მისი უზარმაზარი ტერიტორიითა და მრავალკონფესიურობით ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა სჭირდება. მმართვლობის სხვა ფორმებთან ექსპერიმენტირება სახიფათოა".

ცნობისთვის: მანამდე პუტინი ქვეყნის კონსტიტუციაში რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელთა შორისაა მთავარ კანონში მისივე ინიციატივით აღდგენილი “სახელმწიფო საბჭოს” სტატუსისა და როლის გამყარება. ოპოზიცია შიშობს, რომ პუტინის მიზანს 2024 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სწორედ ამ საბჭოს სათავეში ჩადგომით ქვეყნის მართვის სადავეებთან დარჩენა წარმოადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები