"ევროპული საქართველო" თამარ ჩერგოლეიშვილმაც დატოვა

01-08-2024 18:14:11 პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" თამარ ჩერგოლეიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"პოლიტიკურ მოღვაწეობას ცხადია, ვაგრძელებთ... გეგმების შესახებ გაგაგებინებთ აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე დღეს არის...",– თქვა ჩერგოლეიშვილმა.

მანამდე გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს და პარტიას.

როგორც ბოკერიამ განმარტა, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.

გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა და გენერალურმა მდივანმა კაკო ბობოხიძემ გადაწყვიტა არჩეული კურსიდან გადახვევა და "სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები აქ იყოფა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები