01-08-2024 19:14:26 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის ოფისი დღეს ანკარაში 7 ქვეყანას, მათ შორის აშშ-სა და რუსეთს შორის ჯამში 26 პატიმრის გაცვლის შესახებ იუწყება.
მისივე ინფორმაციით, აშშ-ისა და რუსეთის გარდა, მსჯავრდებულები ანკარაში გერმანიის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ნორვეგიისა და ბელარუსის ციხეებიდან ჩაიყვანეს.
გაცვლილთა შორის არიან რუსეთში დაპატიმრებული ორი ამერიკელი - Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გრშკოვიჩი და საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, ასევე რუსი დისიდენტი ილია იაშინი და ჟურნალისტი კარა-მურზა.
გადაცვლა შეეხო რუს ვადიმ კრასიკოვსაც, რომელიც გერმანიაში საქართველოს მოქალაქის - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.