02-08-2024 10:38:43 საზოგადოება
პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირი დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 27 წლის ქართველმა ოლიმპიური მედალი გაინაღდა: ნახევარფინალში გამარჯვებულები ფინალში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებულები ბრინჯაოს მედლებს მიიღებენ.
1/2-ფინალი, რომელშიც გურული კუბელ ბორხესს დაუპირისპირდება, 4 აგვისტოს გაიმართება.
შეხვედრა თბილისის დროით 19:06 საათზე დაიწყება.