სენაკელი კალათბურთელები ბულგარეთში, საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებენ

02-08-2024 11:01:24 რეგიონები ,რეკლამა

სენაკის მერიის ცნობით, სენაკელი კალათბურთელები ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია სენაკელ კალათბურთელეთა წარმატებას ეხმიანება.

,,გილოცავთ! სენაკის სპორტის ისტორიაში პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებს! აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა, 30 ივლისიდან, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართული ყველა სატურნირო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს. წარმატებებს და ტურნირში გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს კალათბურთელებს და გუნდის მთავარ მწვრთნელს, შოთა კუჭავას! " - ნათქვამია სენაკის მერის მილოცვაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები