Accentnews.ge
მოქალაქის ცემისთვის დაკავებულ სპეცრაზმელს პატიმრობა შეეფარდა

მოქალაქის ცემისთვის დაკავებულ სპეცრაზმელს პატიმრობა შეეფარდა

02/08/2024 09:41:21 სამართალი

სოფელ ატენში მოქალაქისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების გამო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაკავებულ ინსპექტორს დემეტრე რევაზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

თავად ბრალდებული ბრალდებას არ ეთანხმება.

ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად კიდევ ერთ პირს წარედგინა. პროკურატურა მას განზრახ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებს.

გამოძიების ვერსიის მიხედვით, 29 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S