Accentnews.ge
ოქრო ძვირდება

ოქრო ძვირდება

02/08/2024 11:17:27 მსოფლიო

ოქროს ფასი პარასკევს იმატებს და შეიძლება დაფიქსირდეს ყველაზე დიდი კვირეული ზრდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.

ოქროს ფასი 0,74%-ით გაიზარდა და 2463,48 აშშ დოლარი შეადგინა ტროას უნციაზე.

„აშშ-ს სუსტი ეკონომიკური მონაცემების ფონზე განაკვეთების შემცირების მოლოდინის ზრდა ხელს უწყობს ოქროს ფასებს... გარდა ამისა, ირანისა და ახლო აღმოსავლეთში მისი მოკავშირეების შურისძიების შიში ზრდის ძვირფასი ლითონის მიმზიდველობას, როგორც აქტივ–თავშესაფარს,” - თქვა ზეინ ვაუდამ MarketPulse by OANDA-დან.

პალადიუმი გაძვირდა 0.44%-ით – 909.1 დოლარამდე უნციაზე, ხოლო ვერცხლი – 1.26%-ით 28.88 დოლარამდე.

პლატინის ფასი 1,05%-ით გაიზარდა და 968,85 დოლარი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S