სოლეიმანის "მემკვიდრეს" მოკლული გენერლის გზის გაგრძელების შემთხვევაში მისი ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებენ

23-01-2020 13:36:52

ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ბრაიან ჰუკი მოკლული გენერლის ყასემ სოლეიმანის "მემკვიდრეს" ისმაილ ყაანს სოლეიმანის გზის გაგრძელების შემთხვევაში, იგივე ბედს უწინასწარმეტყველებს.

„თუ ყაანი განაგრძობს ამერიკელების მკვლელობის სოლეიმანის გზას, მას იგივე ბედი ელის. პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი ხანია, აშკარა გახადა, რომ ნებისმიერი დარტყმა ამერიკელებზე და ამერიკის ინტერესებზე გამოიწვევს გადამწყვეტ პასუხს. ჩემი აზრით, ირანის რეჟიმი უკვე მიხვდა, რომ მათ არ უნდა მიიტანონ თავდასხმა ამერიკაზე“, - განაცხადა "როიტერის" ცნობით, ჰუკმა. თავის მხრივ "როიტერი" არაბულ მედიას ეყრდნობა.

ცნობისთვის: გავლენიანი ირანელი გენერალი, ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაური ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში პენტაგონის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს. აღნიშნულს წინ უძღოდა თავდასხმა აშშ–ის საელჩოზე და ამერიკელი ბიზნესმენის მკვლელობა. სოლეიმანის მემკვიდრე, „ყუდსის ძალების“ ახალი ხელმძღვანელი აშშ-ის საპასუხო ქმედებებით დაემუქრა. ირანმა ეყარში არსებულ ამერიკული ბაზების მიზამართით სარაკეტო დარტყმები განახორციელა. უშუალოდ ბაზაზე არავინ დაღუპულა, თუმცა ორი რაკეტა მოხვდა უკრაინულ ხომალდს, რომელიც ირანიდან მიფრინავდა. დაიღუპა 200–მდე ადამიანი. ირანი თავდაპირველად უარყოფდა, თუმცა ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და ფაქტს "ადამიანური შეცდომა" უწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები