Accentnews.ge
მეუღლისა და ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის პირს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მეუღლისა და ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის პირს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

02/08/2024 14:09:11 სამართალი

მეუღლისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ.თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში უცხო ქვეყნის მოქალაქემ ქ.ქ.ვ.-მ მეუღლეს ლ.წ.-ს ძალის გამოყენებით აიძულა, ჩამჯდარიყო მის ავტომობილში, რასაც ორი პირი - გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ და დაზარალებულს დაეხმარნენ.

აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა მეუღლის და ზემოხსენებული ორი პირის მკვლელობა გადაწყვიტა, რის შემდეგაც იგი სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანით მათი მიმართულებით გაემართა, რა დროსაც მეუღლემ მოახერხა გაქცევა, ხოლო გ.მ. და ს.ბ. ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდნენ, მათ შორის ს.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

აღნიშნულის შემდგომ, პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა შენიშნა, რომ მისი მეუღლე ცოცხალი იყო და მას მეტალის ბასრი საგნით გამოეკიდა, დააგდო ძირს და რამოდენიმეჯერ მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა პირებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ქ.ვ.-მ დანაშაული ბოლომდე ვერ განახორციელა.

თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ბრალდების კვალიფიკაციას და რომ "არავის მკვლელობას არ ცდილობდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S