Accentnews.ge
სააკაშვილს საზღვრის კვეთის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

სააკაშვილს საზღვრის კვეთის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

02/08/2024 14:47:47 სამართალი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. მისი განმარტებით, ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

ამასთან, მან არ დააკმაყოფილა სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობების მოსამართლის აცილებისა და პროცესის გადადების შესახებ.

ადვოკატებმა გადაწყვეტილება აბსურდულად შეაფასეს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი ისედაც არის პატიმრობის ქვეშ სხვა საქმის ფარგლებში.

სააკაშვილის წინააღმდეგ 5 სისხლის სამართლის საქმე არსებობს. მათგან ორში (ვალერი გელაშვილის ცემის და შეწყალების საქმეებზე) სააკაშვილი მსჯავრდადებულია.

ჯერ განაჩენი არ დამდგარა საზღვრის კვეთის, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის და 7 ნოემბრის საქმეებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S