
რუსი სენატორი მკვლელობის შეკვეთისთვის დააკავეს
02/08/2024 15:13:35 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი დმიტრი საველიევი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. დაკავებამდე მას იმუნიტეტი მოუხსნეს.
მედია წერს, რომ ის სხდომათა დარბაზიდან გასვლისას დააკავეს. მას მკვლელობის ორგანიზაბას ედავებიან. კერძოდ, გამოძიების ცნობით, მან საკუთარი პარტნიორის მკვლელობისთვის სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი დაიქირავა და მზად იყო $100 000 გადაეხადა.
მკვლელობის მოტივაცია პარტნიორის მიერ სენატორის კუთვნილი კომპანიის თანხების ფლანგვა გახდა.
ირკვევა, რომ მკვლელობისთვის დაქირავებული ФСБ-ს დაუკავშირდა და აცნობა მოლაპარაკებების შესახებ.
საველიევი ფედერაციის საბჭოს წევრი 2016 წელს გახდა, მანამდე კი სახელმწიფო დუმის მეექვსე მოწვევის დეპუტატი იყო.