02-08-2024 20:04:04 ევროპა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას უკრაინისა და საფრანგეთს შორის შეთახნმება წარუდგინა, რომელიც 200 მილიონი ევროს საგრანტო სახსრების მიღებას საშუალებას იძლევა.
"ჩვენ წარვუდგენთ პარლამენტს საფრანგეთთან შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას მიიღოს 200 მილიონი ევროს საგრანტო თანხები ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენისთვის." - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, შმიგალის თქმით, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, გადაანაწილოს რესურსები და ქვეყნის აღდგენის პროგრამებისთვის დამატებითი 50 მილიონი მიიღოს ევროკავშირისგან.