Accentnews.ge
უკრაინამ კიდევ 250 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 250 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

02/08/2024 16:32:07 მსოფლიო

უკრაინამ კიდევ 250 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.

როგორც განიმარტა, საუბარია ლუგანსკის, ბახმუტის, მარინსკის, ავდეევსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს მიმართულებებზე დაღუპულ სამხედროებზე. ასევე ცხედრები გადმოასვენეს მარიუპოლიდან, გორლოვკადან და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული მორგებიდან.

ცხედრები იდენტიფივირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაასვენეს, რის შემდეგაც ოჯახებს გადაეცემათ დასაკრძალად.

2024 წლის მარტის დასაწყისში უკრაინის უმაღლესი რადას კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდა 2800-ზე მეტი ცხედრის იდენტიფიცირება.

2024 წლის 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 31 000 უკრაინელი დამცველი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S