
ისრაელის საგარეოში თურქეთის ელჩი დაიბარეს ჰანიეს გლოვის ნიშნად დროშის დაშვების გამო
02/08/2024 16:43:39 მსოფლიო
ისრაელში თურქეთის ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დიპლომატიურმა მისიამ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს გლოვის ნიშნად, საელჩოს შენობაზე დროშა დაუშვა.
როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, „ისრაელის სახელმწიფო არ იქნება შემწყნარებელი, როდესაც გლოვა ცხადდება ისეთი მკვლელის გამო, როგორიც ისმაილ ჰანიე იყო“.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი თეირანში ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა, მეორე დღეს ცნობილი გახდა მისი მკვლელობის შესახებ, რაშიც ირანი და "ჰამასი" ისრაელს ადანაშაულებენ და შურისძიებით იმუქრებიან. ისრაელს ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.