Accentnews.ge
საფრანგეთი თანამოქალაქეებს ირანის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთი თანამოქალაქეებს ირანის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

02/08/2024 18:33:05 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანში მყოფ თანამოქალაქეებს რესპუბლიკის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ამის მიზეზად ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციის გაზრდილი რისკი სახელდება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მთელი ქვეყანა „წითელ“ ზონაშია.

„აქედან გამომდინარე, საფრანგეთის მოქალაქეებს ოფიციალურად ვურჩევთ, თავი შეიკავონ ირანში ნებისმიერი მიზეზით მოგზაურობისგან, იქ მყოფებმა კი თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით დემონსტრაციებში მონაწილეობისგან“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რეგიონში ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ირანი ამაში ისრაელს ადანაშაულებს და პასუხით იმუქრება. ისრაელს ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S