Accentnews.ge
ზელენსკი: F-16 უკრაინაშია და საჰაერო ძალებმა მათი გამოყენება უკვე დაიწყეს

ზელენსკი: F-16 უკრაინაშია და საჰაერო ძალებმა მათი გამოყენება უკვე დაიწყეს

05/08/2024 06:06:07 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, F-16–ის ტიპის ავიაგამანადგურებლები უკვე უკრაინაშია.

"ახლა დადგა ახალი ეტაპი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარებაში. ჩვენ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება გავმართეთ ჩვენი ავიაციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პასუხად ხშირად გვსმენია: შეუძლებელია! მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლებელი გავხადეთ. ახლა კი ეს მართლაც რეალობაა, F-16-ი უკრაინაშია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა, იმ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც გაიზიარეს F-16-ის მოწოდების თაობაზე უკრაინის მოთხოვნა. კერძოდ, დანიას, ნიდერლანდსა და აშშ-ს.

მას არ დაუკონკრეტებია ამჟამად რამდენი F-16-ია უკრაინაში, მაგრამ აღნიშნა, რომ საჰაერო ძალებმა უკვე დაიწყეს მათი გამოყენება უკრაინის სახელმწიფოსთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S