მოზარდების მკვლელობის საქმე: კალანდიას პროცესზე ხმაური იყო

23-01-2020 14:09:43 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის საქმეზე ყოფილ პროკურორ მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, ხმაური იყო. დაპირისპირება მიხეილ კალანდიასა და და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი სარალიძეს დაედევნენ. ამის შემდეგ ვითარებაში მანდატურები ჩაერივნენ. თავად სარალიძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მიხეილ კალანდიას მამამ და ვაჟმა კი სარალიძე პროვოკაციაში დაადანაშაულეს.

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე!“ - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

კულა კალანდიას თქმით, კი მკვლელებთან გარიგებები მიმდინარეობს, რათა მათ კალანდიას წინააღმდეგ მისცენ ჩვენება, „ვინაიდან ამ დრომდე მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა და ამიერიდან ოჯახი არანაირ შეურაცხყოფას და დანაშაულს არ მოითმენს“

„საკმარისად ვითმინეთ. ამიერიდან ყველას გაეცემა პასუხი“,– დასძინა კალანდიამ.

ცნობისთვის: დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულ ერთ–ერთ პირდან პროკურატურა საპროცესო გარიგებას აფორმებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები