
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ
05/08/2024 06:47:10 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი განეიტრალებულია.
"რუსულმა ძალებმა 5 აგვისტოს ღამეს უკრაინას Shahed-ის ტიპის 24 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს", – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მისი ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიას პრიმაორსკო-ახტარსკისა და კურსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს.
უკრაინელებმა დრონები კიევის, ვინიცას, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმის, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.