„გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან მძიმე შინაარსის რამდენიმე წერილი მზადდება“

23-01-2020 14:31:05

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ასევე ძალიან მძიმე შინაარსის რამდენიმე წერილი მზადდება, მათ შორის გახარიას [გიორგი გახარია] სახელზე. და გარაიას სახელზე წეილი რეალურად ბიძინა ივანიშვილის გასაგებას დაწერილი წერილი იქნება“.

ამის შესახენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილის შეფასებისას "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესაა ორპარტიული წერილი, რომელიც დაწერილია საქართველოს მეგობრების მიერ.

ცნობისთვის: ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი მისწერეს.

წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

წერილთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ ეს ორპარტიული გაფრთხილებაა მეგობრებისგან:

„საქართველოს მთავრობა ამ წერილს სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება, შეწყვიტოს ან შეცვალოს ქმედება. ისინი აფრთხილებენ იმ ნეგატიური ტენდენციების შესახებ, რომელიც ეხება მთავრობის ტენდერების პოლიტიზირებას, გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო დამოუკიდებლობას და ძალაუფლების კონცენტრაციას. ამ გაფრთხილების ავტორები საქართველოს მეგობრები არიან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები