Accentnews.ge
იტალიაში მდებარე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

იტალიაში მდებარე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

05/08/2024 08:04:29 მსოფლიო

იტალიაში მდებარე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევის ყველაზე ძლიერი, პაროქსიზმული ფაზა 4 აგვისტოს ღამით დაიწყო. ლავის შადრევანი იფრქვეოდა ვორაგინის კრატერიდან, ფერფლი ვრცელდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და ეფინებოდა დასახლებულ პუნქტებს და ვულკანის ძირში მდებარე ფერდობებს.

მომხდარის გამო კუნძულ სიცილიაზე მდებარე კატანია ფონტანაროსის აეროპორტმა ფრენების მიღება 4 აგვისტოდან დღეში ექვსამდე შეზღუდა. როგორც გაზეთი Giornale di Sicilia წერს, ვულკანური ფერფლის ღრუბელი 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

3357 მეტრი სიმაღლის ეტნა მოქმედი ვულკანია იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე. იგი ითვლება ამჟამად ყველაზე მაღალ და ყველაზე აქტიურ ვულკანად ევროპაში.

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ეს არის ასეთი ძალის რიგით მეხუთე ამოფრქვევა გასული წლის ივლისის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S