Accentnews.ge
დენის შმიგალი: უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო

დენის შმიგალი: უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო

05/08/2024 11:45:34 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ–მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ მსოფლიო ბანკის მეშვეობით ამერიკისგან 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, რომლის უკან დაბრუნებაც, დაფარვაც, არ მოუწევს.

"ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები, სოციალური შეღავათები", - განაცხადა შმიგალმა.

მისი განცხადებით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს, მთლიანობაში კი უკრაინა წელს მიიღებს 7,8 მილიარდ აშშ დოლარს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S