
უკრაინა: რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა
05/08/2024 12:18:53 მსოფლიო
უკრაინა რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგების შესახებ იუწყება.
„კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მანადგურებელ-ბომბდამშენი განადგურდა და სავარაუდოდ, ნამსხვრევებით, იმავე ტიპის კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი დაზიანდა“, -იტყობინება უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, მთლიანად განადგურდა მოწინააღმდეგის საავიაციო იარაღის საცავი. გარდა ამისა, „მოროზოვსკის“ აეროდრომზე შესამჩნევად დაზიანდა ოთხი ტექნიკური შენობა და ორი ანგარი.