
სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა
05/08/2024 13:51:20 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა, – იუწყება რუსული მედია.
მისი ცნობით, სერგეი შოიგუ თეირანში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
როგორც რუსული მედია იტყობინება, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ირანის პრეზიდენტი ორმხრივი საკითხების გარდა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.