05-08-2024 21:32:23 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. თუ მე პირადად არ შემხვდება ["ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი], დებატებში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავრი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ დებატებში გავარჩიოთ რაღაცები, მე ვკითხავ არა ჩემი მხრიდან, მე არაფერი აღარ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საითკენ მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია. [ ...] რას ერჩის ამ ქვეყანას ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც, ასე რომ, ერთი კარგი დებატი მე მგონია, რომ გველოდება", განაცხადა პრეზიდენტმა.