06-08-2024 10:14:26 ევროპა
უნგრეთის მარეგულირებელმა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია WizzAir-ს დარღვევები აღმოუჩინა და 770 ათასი ევროთი დააჯარიმა მომხმარებლების მიმართ უსამართლო ქმედებისთვის. ამის შესახებ უნგრული სააგენტო MTI იუწყება.
კერძოდ, ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ Wizz Air-მა არასწორად აღწერა შემოწმების სერვისის დეტალები და მომხმარებლებს უფრო ძვირი სერვისის პაკეტები შესთავაზა ისე, რომ ზოგიერთი დამატებითი სერვისის ცალკე შეძენა შესაძლებელი იყო.
კომპანიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მარეგულირებლის დასკვნა უსაფუძვლოა და ის "არ ემსახურება მგზავრების ინტერესებს" და მზად არის აიღოს ვალდებულებები ბილეთების შესყიდვის პროცედურის კორექტირების მიზნით.