Accentnews.ge
სირსკი – F-16-ებზე: იქნება მეტი ჩამოგდებული რაკეტა და თვითმფრინავი

სირსკი – F-16-ებზე: იქნება მეტი ჩამოგდებული რაკეტა და თვითმფრინავი

06/08/2024 06:19:02 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინაში F-16-ის გამანადგურებლების გამოჩენის შემდეგ, "იქნება მეტი ჩამოგდებული რაკეტები და თვითმფრინავები, რომლებსაც რუსი კრიმინალები იყენებენ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის."

"F-16-ები უკრაინაში – ეს ნიშნავს, რომ იქნება მეტი განადგურებული ოკუპანტი. იქნება მეტი ჩამოგდებული რაკეტა და თვითმფრინავი, რომლებითაც რუსი კრიმინალები თავს ესხმიან უკრაინის ქალაქებს." - თქვა მან.

სირსკიმ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს თვითმფრინავების მოწოდებისთვის, ისევე როგორც ყველას, ვინც უკრაინაში იმუშავა მათ მოსაპოვებლად.

მან თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე თვითმფრინავების ეფექტური გამოყენება უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნებაა.

კვირას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინაში F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიღება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S