Accentnews.ge
რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყებიან

რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყებიან

06/08/2024 08:10:20 მსოფლიო

დღეს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომუკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით კურსკის და ბელგოროდის ოლქებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ორჯერ გაავრცელა. პირველი ცნობის მიხედვით, ღამის განმავლობაში 11 დრონი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში და 1 - ბელგოროდში. მეორე ინფორმაციით, დღეს დილით კურსკის ოლქში მოიგერიეს 13 დრონი, ხოლო ბელგოროდის ოლქში - 9.

ქალაქ კურსკის მერის იგორ კუცაკის ცნობით, უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა ქალაქის რამდენიმე რაიონში უმნიშვნელო ზიანი გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S