რა ქონებას განკარგავს რუსეთის ახალი პრემიერ–მინისტრი

23-01-2020 19:27:18 მსოფლიო

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და მეუღლე ნატალია სტენინა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ფლობენ უძრავ ქონებას, რომლის საერთო ღირებულება ერთი მილიარდი რუბლია,–ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ფედერალური საგადასახადო სამსახურის დახურულ ბაზაზე დაყრდნობით იუწყება.

სტენინას საკუთრებაშია ბინა მოსკოვის ხამოვნიკის რაიონში და ელიტური უძრავი ქონება მოსკოვის ოლქში. სტენინას და პარტნიორებს ასევე ეკუთვნით შენობა მოსკოვის ცენტრში, ტვერის ბულვარზე, სადაც სტენინას წილი 140 მილიონი დოლარია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები