Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ზურაბიშვილი იმისთვის, რომ როდესაც მდგომარეობას მოამწიფებენ, მან შეწყალების აქტი გამოსცეს

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ზურაბიშვილი იმისთვის, რომ როდესაც მდგომარეობას მოამწიფებენ, მან შეწყალების აქტი გამოსცეს

06/08/2024 11:21:42 ციტატა

„მიხეილ სააკაშვილის წყალობით დარჩა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს. ამაში რა არის გასაკვირი? სადაც ნიკა გვარამია შეიწყალა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება?", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის: 5 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

"ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აქტუალიზაცია სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ "ოცნებას" სჭირდება, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა, რომ ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ მე არსად არ მინახავს და აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გაგზავნოს იმიტომ, რომ ბოლო იმედი "ოცნების" არის რომ სააკაშვილით შეაშინოს კიდევ ამომრჩეველი. დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია რა მომავალი ექნება საქართველოს. ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S