Accentnews.ge
შოიგუ თეირანიდან ბაქოში ჩავიდა

შოიგუ თეირანიდან ბაქოში ჩავიდა

06/08/2024 12:52:33 კავკასია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ თეირანიდან აზერბაიჯანში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში შოიგუ ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

იუწყებიან, რომ შეხვედრაზე ალიევმა და შოიგუმ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ილაპარაკეს.

"რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობას, აქ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ პოზიტიურ დინამიკაზე", – თქვა ალიევმა.

5 აგვისტოს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ირანს ეწვია და შეხვედრები გამართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S