
ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი
06/08/2024 18:31:22 მსოფლიო
ევროპულმა საბჭომ "Ukraine Facility" პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭოს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში ეს რეგულარული გრანტებისა და სესხების პირველი ტრანშია.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ უკრაინამ სახსრების მიღებისთვის “უკრაინის გეგმაში” გათვალისწინებული ყველა საჭირო პირობები და რეფორმები დააკმაყოფილა. აღნიშნული რეფორმები ეხებოდა ფინანსების საჯარო მართვას, სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი კომპანიების მართვას, ბიზნეს გარემოს, ენერგიასა და განაღმვას.