Accentnews.ge
რუსეთმა მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

06/08/2024 19:12:11 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უწყების ცნობით, ეს არის პასუხი მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, გაეძევებინა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი.

დეპარტამენტში დაიბარეს მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრ კეტრარა და მას შესაბამისი ნოტა გადასცეს.

1 აგვისტოს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. „გაძევების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რამაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეგროვება იმის შესახებ, რომ რუსეთის დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე ახორციელებდა თავის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ მოქმედებებს", – აცხადებენ უწყებაში.

როგორც "რადიო თავისუფლების" მოლდოვური სამსახურის წყაროები იტყობინებოდნენ, საუბარია კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე დმიტრი კელოვზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S