Accentnews.ge
მედია: ესტონეთის პროკურატურამ კრემლის პროპაგანდისტს ღალატში დასდო ბრალი

მედია: ესტონეთის პროკურატურამ კრემლის პროპაგანდისტს ღალატში დასდო ბრალი

07/08/2024 07:46:45 ევროპა

ესტონეთის გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო ღალატსა და საერთაშორისო სანქციების დარღვევაში დასდო ბრალი ჟურნალისტ სვეტლანა ბურცევას, რომელიც, უწყების ცნობით, რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კრემლის პროპაგანდისტულ სააგენტოებთან. საუბარია "სპუტნიკსა" და "Russia Today"–ში შემავალ Baltnews-ზე. იტყობინება ERR.

პროკურატურა თვლის, რომ ბურცევა, როგორც ესტონეთის მოქალაქე, აქვეყნებდა ტექსტებს ზემოთ ხსენებული ინტერნეტ პორტალებისთვის, მოქმედებდა „რუსული პროპაგანდისა და კრემლის ინტერესებიდან გამომდინარე“, მიზანმიმართულად არღვევდა სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა Russia Today-ს წინააღმდეგ.

„მისი ტექსტები გამოქვეყნდა ონლაინ ამბებში, რომლებიც ემსახურება რუსეთის პროპაგანდის ინტერესებს. ევროპის საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგაც კი, ბურცევა განაგრძობდა მუშაობას Russia Today-ს მფლობელისა და რეალური ბენეფიციარის – დიმიტრი კისელევის სასარგებლოდ. “ – განაცხადა პროკურორმა.

აღნიშნულია, რომ ბურცევა 2020–2023 წლებში Baltnews-ისთვის წერდა ფსევდონიმით – ალან ტორმი.

ასევე გამოძიების დროს გაირკვა, რომ ბურცევამ დაამთავრა რუსეთის მიერ 2021 წელს დაარსებული სევასტოპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციისა და ჰიბრიდული კონფლიქტების პროგრამით. ესტონეთის ხელისუფლების ცნობით, ამ პროგრამას ხელმძღვანელობდა ФСБ–ს კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელთანაც ბურცევამ გამოსცა წიგნი "ჰიბრიდული ომი მშვიდობისთვის". მისი შინაარსი „ამცირებს ესტონეთს“ და მიზნად ისახავს „ესტონეთის საზოგადოების გაყოფას“.

ღალატის მუხლით ჟურნალისტს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრორუსული "სპუტნიკ–ლიტვის" ყოფილი თანამშრომელი მარატ კასემი ლატვიის სპეცსამსახურებს ჩაბარდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა აკრძალა სააგენტო "სპუტნიკისა" და RT არხის მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებში. აკრძალვა დაწესდა ომის დასრულებამდე და მანამ, სანამ რუსეთი და მასთან დაკავშირებული მედია არ „შეაჩერებენ დეზინფორმაციულ საქმიანობას და ინფორმაციით მანიპულირებას ევროკავშირის წინააღმდეგ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S