
ბლინკენის თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა
07/08/2024 14:53:09 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ იაჰია სინვარს, რომელიც "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ახალ ლიდერად აირჩიეს, აქვს ძალაუფლება, უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, ღაზაში ომის შეჩერება და მძევლების გათავისუფლება.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ სინვარი "იყო და რჩება გადამწყვეტ პირად, როდესაც საქმე ეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას".
მისი თქმით, "ჰამასის" განცხადება სინვარის არჩევის შესახებ "მხოლოდ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად მასზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც აშკარად დაეხმარება ამდენ პალესტინელს, რომლებიც სასოწარკვეთილ გაჭირვებაში არიან, ქალებს, ბავშვებს, მამაკაცებს, რომლებიც ცეცხლის ქვეშ არიან."
მან თქვა, რომ შეთანხმების განხორციელებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდა ისმაილ ჰანიეს მკვლელობის მიუხედავად.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობა დასკვნით ეტაპზეა, მაგრამ ირანთან დაძაბულობა ემუქრება:"ნამდვილად არის დრო, როდესაც ყველა მონაწილე მხარემ უნდა დახუროს ეს, არანაირი შეფერხება, არანაირი გამართლება, არანაირი მიზეზი."